ფეხბურთი

2:40 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ჩელსი“ ჩემპიონია!

ლონდონის „ჩელსი“ პრემიერლიგის 2016/2017 წლების სეზონის გამარჯვებულია! „არისტოკრატებმა“ გათამაშების 37-ე ტურში, გასვლაზე „ვესტ ბრომვიჩი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს და თანაქალაქელი „ტოტენჰემისთვის“ მიუწვდომლები გახდნენ.

საჩემპიონო გოლის ავტორი, შეცვლაზე შემოსული მიჩი ბაჩუაია, რომელიც 82-ე წუთზე სეზარ აზპილიკუეტას მიერ კარის გასვრივ გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და ვარდნაში ახლო მანძილიდან შეაგდო.

ლონდონურმა კლუბმა არსებობის განმალობაში ინგლისის ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო.

დღის მეორე მატჩში კი „ევერტონმა“ როს ბარკლის გოლით „უოტფორდის“ დამარცხება მოახერხა.

ვესტ ბრომვიჩი - ჩელსი 0:1 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, „ჰაუტორნსი“

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი, მაკოლი (უილსონი 64), ევანსი, დოუსონი, ნიომი, დ.ფლეტჩერი, ფიელდი (იაკობი 51), ლივერმორი, მაკკლინი (ჩადლი 59), ბრანტი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, კეჰილი, ლუისი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, ალონსო, მოზესი (ზუმა 86), აზარი (ვილიანი 75), პედრო (ბაჩუაი 76), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლი: ბაჩუაი (82)
გაფრთხილებები: მაკკლინი, ფიელდი, უილსონი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ევერტონი - უოტფორდი 1:0 (0:0)

ლივერპული, „გუდისონ პარკი“

ევერტონი (4-3-3): რობლესი, უილიამსი, იაგიელკა, ჰოლგეიტი (ე.ვალენსია 46), ბეინსი, გაიე, შნეიდერლენი, ტ.დევისი, მირალაში (კონე 86), ბარკლი (ბერი 80), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

უოტფორდი (3-5-2): გომეში, კაბასელე (ზუნიგა 37), პროდლი, მარიაპა, დაკური, ბეჰრამი (ამრაბატი 71), კაპუ (ნიანგი 81), ჯანმაატი, ჰოლებასი, დინი, ოკაკა.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლი: ბარკლი (56)
გაფრთხილებები: ბეჰრამი, ჯანმაატი, ჰოლებასი
მსაჯი: კევინ ფრენდი

0.132069