ფეხბურთი

16:30 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხამესის გზა მანჩესტერისკენ მიდის

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი ახლოსაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან. As-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის, წინასწარი, სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ხამესი „რეალში“ მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამიტომაც, გუნდის შეცვლა სურს. აღნიშნულის თაობაზე მოთამაშის აგენტ ჟორჟე მენდეშსა და ფლორენტინო პერესს უკვე უსაუბრიათ. რაც შეეხება შესაძლო ტრანსფერის ღირებულებას, ამაზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა.

ხამეს როდირგესი „რეალში“ 2014 წელს „მონაკოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127226