ფეხბურთი

11:00 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" პეპე დაუბრუნდა

მადრიდის „რეალის“ ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება. როგორც კლუბის ვებგვერდი გვამცნობს, გამოჯანმრთელდა და უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, პეპემ. პორტუგალიელი მცველი ზინედინ ზიდანის განკარგულებაში „სევილიასთან“ მატჩისას იქნება.

ახლა, მადრიდში იმედი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ტრავმებს გარეტ ბეილი და დანიელ კარვახალიც მოიშუშებენ.

რაც შეეხება პეპეს, იგი ლაზარეთში ერთი თვე იმყოფებოდა. ბოლოს, მან ლა ლიგის ეგიდით, მადრიდულ დერბში, „ატლეტიკოსთან“ ითამაშა.

თეგებიპეპერეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10875