ფეხბურთი

12:30 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იან ობლაკის ორი რეალური ვარიანტი

მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვენიელმა მეკარე იან ობლაკმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ სლოვაკი კიპერის აგენტი მიჰა მლაკარი საუბრობს.

როგორც მან თქვა, ობლაკის სამსახურით ევროპაში ბევრი და განსაკუთრებით, ორი კლუბია დაინტერესებული.

„ჯერჯერობით ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია, რადგან სეზონი არ დასრულებულა. თუმცა, მართალია - არსებობს ბევრი ინტერესი მსოფლიოს საუკეთესო მეკარის მიმართ. განსაკუთრებით ორი გუნდია ობლაკით დაინტერესებული, მაგრამ მათ სახელებს ვერ დავასახელებ.

იტალიაში? - ჩემი კლიენტის დონეზე მხოლოდ „იუვენტუსია“, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონი ჰყავს და რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. მე თუ მკითხავთ, მათ მეკარე არ სჭირდებათ, რადგან ბუფონს კიდევ შეუძლია დიდი ხანი პრობლემების გარეშე თამაში“, - აღნიშნა ობლაკის აგენტმა.

24 წლის იან ობლაკმა სახელი ლისაბონის „ბენფიკაში“ თამაშით გაითქვა, ხოლო „ატლეტიკოს“ 2014 წელს შეუერთდა მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარედ მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112392