ფეხბურთი

20:36 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

20 მაისს: უკრაინა - საქართველო

20 მაისს კიევში უკრაინისა და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, კახა კალაძე და ახლო წარსულში ცნობილი სხვა ქართველი ფეხბურთელებიც. ამის თაობაზე სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაიწერა.

აი, განცხადებაც:

"20 მაისს, კიევში, ჩვენს მეგობარ უკრაინასთან, ჩვენი საფეხბურთო ისტორიის, ურთიერთობისა და მეგობრობის უამრავი წლის აღსანიშნავად, ასევე ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ და უკრაინულ ფეხბურთში, ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ. მე, კახა კალაძე, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნემსაძე, მიხეილ აშვეთია, ირაკლი ზოიძე, იოსებ გრიშიკაშვილი, გოგა გახოკიძე, გელა შეყილაძე, ლადო ბურდული, გიორგი ანჩაბაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი ლომაია, დავით სირაძე, მამუკა მაჭავარიანი და ლევან სილაგაძე კიდევ ერთხელ ვითამაშებთ უკრაინელი საფეხბურთო ვარსკვლავების წინააღმდეგ.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე იხილავთ!

ჩვენ თქვენი გულშემატკივრობის გვჯერა".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110862