ფეხბურთი

21:25 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის ფეხბურთელი: მარუან ფელაინი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მარუან ფელაინი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გულშემატკივრებმა.

ბელგიელს ხმების უმეტესი რაოდენობა, 60% ერგო და შესაბამისად, პირველი ადგილი მოიპოვა. რაც შეეხება მის კონკურენტ ალექსანდრ ლაკაზეტს, მას მხარი გულშემატკივართა 40%-მა დაუჭირა.

ფელაინიმ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სელტას“ კარში გოლის გატანა შეძლო, ხოლო რაც შეეხება ლაკაზეტს - „აიაქსთან“ დუბლით გამოირჩა.

0.124304