ფეხბურთი

22:16 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სონი - აპრილის საუკეთესო პრემიერლიგაში

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სონ ჰინ მინი პრემიერლიგის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასეთი პატივი სამხრეთ კორეელ შემტევს მიმდინარე სეზონში მეორედ ხვდა წილად - პირველად იგი თვის საუკეთესოდ ფეხბურთელად სექტემბერში დასახელდა.

სონმა აპრილში ინგლისის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ სონი პირველი მოთამაშეა მიმდინარე სეზონში, რომელიც ორჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

გარდა ამისა, აზიელი ასევე პირველია „ტოტენჰემის“ მოთამაშეებს შორის, რომელიც ერთ სეზონში ორჯერ გამოარჩიეს. 2014-2015 წლებში იგივე პატივი ჰარი კეინს ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11155