ფეხბურთი

16:21 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის პირველი წლევანდელი აღიარება

ესპანეთის ჩემპიონატში აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დაასახელეს.

მესიმ გასულ თვეში 6 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო, მათ შორის 2 - მადრიდის “რეალის” კარში.

აღსანიშნავია, რომ “ოქროს ბურთის” ხუთგზის მფლობელმა და ლა ლიგის ბომბარდირმა თვის ლაურეატად 2016-2017 წლების სეზონში პირველად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 49 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.

0.125865