ფეხბურთი

12:53 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანისა" და "ინტერის" სამიზნე - სერხიო რომერო

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე სერხი რომერო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს იტალიის ჩემპიონატში დაბრუნებას აპირებდეს. შეგახსენებთ, არგენტინელით “მილანი” და “ინტერი” არიან დაინტერესებულები.

“ნაკლებად სავარაუდოა, იტალიის ჩემპიონატში დავბრუნდე. “მანჩესტერში” ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს, ამ გუნდის ნაწილი ვიყო და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშო”, - უთხრა რომერომ Sky Sport Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მეკარე “წითელ ეშმაკებს” 2015-2016 წლების სეზონის წინ შეუერთდა და დღემდე 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108942