ფეხბურთი

20:40 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების შემდეგ კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ტურინის "იუვენტუსმა" მეორე შეხვედრაშიც აჯობა "მონაკოს" და იტალიური გუნდიდან საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 4 მოხვდა, დაცვის ხაზი კი საერთოდ "იუვეს" მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ფრანგული გუნდიდან მხოლოდ კილიან მბაპე გამოარჩიეს.

"ატლეტიკომ" "რეალი" 2:1 დაამარცხა, თუმცა ლიგას დაემშვიდობა. "როხიბლანკოსის" რიგებიდან სიმბოლურში 4 ფეხბურთელი მოხვდა, ხოლო "სამეფო კლუბიდან" - 2.

მეკარე: იან ობლაკი ("ატლეტიკო")

მცველები: ალექს სანდრო, ჯორჯო კიელინი, დანი ალვეში (სამივე "იუვენტუსი")

ნახევარმცველები: კოკე ("ატლეტიკო"), ტონი კროოსი ("რეალი"), კილიან მბაპე ("მონაკო"), ისკო ("რეალი"), საულ ნიგესი ("ატლეტიკო")

თავდამსხმელი: მარიო მანჯუკიჩი ("იუვენტუსი"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო")

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113044