პირ მშვენიერი არგენტინელი მოდელი, ამალია დიასი ბუენოს-აირესის დაახლოებით ისეთ უბანში იშვა და აღიზარდა, ჩვენთან მაგალითად “ნახალოვკა” რომაა და შეიძლება მთლად “ბაბოჩკის” ტრიალი და ეზოს წინ ჩაცუცქვა არ ყვარებია, მაგრამ, ჭეშმარიტი “ნახალოვკელივით” მასაც არ უყვარს ზედმეტი ლაი-ლაი და “მარიაჟობა”.
ამასწინათ, ამალია დიასმა თვალისმომჭრელი ჩვენების შემდეგ, ფიცარნაგზე ნატანჯი დიადი ფეხები მაგიდაზე დასასვენებლად შემოაწყო, წინ ბულვარული მედიის ბიჭ-ბუჭობა დაისვა და დაუფარავად განაცხადა, რომ ვერ იტანს თავის კოლეგებს და განსაკუთრებით გული მათზე არ მისდის – ვინც პოპულარობისათვის ნემსის ყუნწში ძვრება.
ყბაღია ამალიას რომ გავუგოთ, მაშინ მთელი ლათინური ამერიკის მოდელობა უნდა მოვიძულოთ, რადგან ვისაც კი არ ეზარება ყველა ფეხბურთის დიდ ქომაგად რაცხს თავს და ყველა ასე ცდილობს პოპულარობის მოხვეჭას. “ნახალოვკელ” დიასის ქალს კი ასეთი ზედმეტი პაპსავიკობანი არ ეპიტნავება და იმას ამბობს რაც ენაზე მოადგება. პირში მთქმელია რაღა!







