ფეხბურთი

0:23 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზს „ლესტერიდან“ წასვლა სურს

ალჟირის ნაკრების და „ლესტერის“ ერთ-ერთ ლიდერს რიად მაჰრეზს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს - იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული და „კინგ პაუერ სთედიუმის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს, რადგან უმაღლესი მიზნების მქონე კლუბში თამაში სურს.

ცნობისთვის, პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის საუკეთესო მოთაშეს „ლესტერთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მაჰრეზმა მიმდინარე სეზონში „მელიების“ მაისური 45-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114482