ფეხბურთი

23:18 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" ტრადიციას არ ღალატობს: სტუმრად იგებს

"სამტრედია" ბოლო ტურებში შედეგიანია და აი, მორიგი გასვლითი მატჩი მოიგო. ექვსიდან ექვსი! გია ცეცაძის გუნდმა 2:1 იმარჯვა "ჩიხურასთან", რომელიც პირიქით, ბოლო დროს წაგებებს შეეჩვია და მეშვიდე ადგილამდე დაეშვა.

გიორგი ბერიაშვილი საუკეთესო იყო. რა კარგი გოლი გაიტანა... საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ორ მცველს უცებ გასცდა და ცხრიანში გაგზავნა ბურთი. ამ გოლით ანგარიში გაიხსნა. მეორე ბურთიც ბერაიშვილმა მიითვალა: მეკარე ჰამზიჩის მოგერიებულს დაამატა.

საჩხერელებმა ბოლო წუთებზე დაძაბეს თამაში. გიორგი ივანიშვილმა სამტრედიელთა უყურადღებობით ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა და ომარ მიგინეიშილს ზუსტად დაურტყა - 1:2.

ჩიხურა - სამტრედია 1:2 (0:0)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, კორიფაძე, გეგეჭკორი (ივანიშვილი 55), დობროვოლსკი, განუგრავა (სარდალიშვილი 69), გორგიაშვილი, დეკანოიძე, ტატანაშვილი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (კასრაძე 88), რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი, ჯიქია (სამუშია 62), ბერიაშვილი (ბელოვი 90)

გოლები: 0:1 ბერიაშვილი (65), 0:2 ბერიაშვილი (75), 1:2 ივანიშვილი (88)

გაფრთხილება: კაშია (22), სანდოხაძე (25), დეკანოიძე (77), სამუშია (78), ჩიკვაიძე (87), რაჟამაშვილი (90+4)

მსაჯი: სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113891