ფეხბურთი

22:50 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" - ეს უკვე სხვა განაცხადია

თბილისის "დინამომ" უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 3:0 მოუგო და ლიდერობა გაიმყარა: ექვსქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა. კახა კაჭარავას გუნდმა ზედიზედ მერვე თამაში მოიგო და თანაც, ამ რვა შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. სტატისტიკა შთამბეჭდავია, მითუმეტეს, ასეთი ახალგაზრდული გუნდით.

მოედნის ცენტრში აქტიური და შეწყობილი თამაში - "დინამომ" განსაკუთრებით ამ მხრივ დაჩაგრა მეტოქე. ხშირ შემთხვევაში ცენტრში ქმნიდნენ რიცხობრივ უპირატესობას. დავით უბილავა და რატი არდაზიშვილი აშკარად დაიჩაგრნენ დინამოელთა ნახევარმცველებთან, რომლებმაც პირველი გოლის გატანის შემდეგ უფრო მოუმატეს.

გოლი კი ასე გავიდა: ბექა მიქელთაძემ დაბალი ბურთი გაგზავნა მეკარის ბაქანთან, ჩავარდა "ლოკოს" დაცვა და გიორგი პაპუნაშვილმა ახლოდან ერთ შეხებაში დაარტყა - 1:0. მალევე, ოთარ კიტეიშვილმა შორიდან დარტყმით გაზარდა სხვაობა - 2:0. კარგი გოლი იყო, კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

გიორგი დევდარიანმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში ორი ცვლილება განახორციელა, გეგა დიასამიძე და ვატო არველაძე ჩართო თამაშში, თუმცა სურათი დიდად არ შეცვლილა. "დინამო" კვლავ უკეთ გამოიყურებოდა, სივრცეებს იყენებდა და უფრო მეტი ხიფათიც შექმნა. განსაკუთრებით არაბულმა, კიტეიშვილმა და საბა ლობჟანიძემ გააწვალეს სტუმრები.

მესამე გოლმა ყველაფერი დაამთავრა. მიქელთაძემ კარგი პასი გააკეთა, ბაჩანა არაბული თითქმის პირისპირ დარჩა მეკარესთან, დაარტყა და ბურთი ჯერ რევაზ თევდორაძეს მოხვდა, მერე კი გულვერდ თომაშვილს და ასე შევარდა კარში.

"ლოკომოტივმა" წააგო, მაგრამ ისევ მეორე ადგილზეა და ამ გუნდის ჩამოწერა ნაადრევია. თუმცა დღეს "დინამო" ბევრად უკეთესი იყო.

დინამო - ლოკომოტივი 3:0 (2:0)

დინამო: ლიტოვჩენკო, კუცია, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (მესხი 90+1), მიქელთაძე, ლობჟანიძე (თევზაძე 82), არაბული (ჩაკვეტაძე 75)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქავთარაძე, ხიდეშელი, თომაშვილი (ჭანტურია 78), რეხვიაშვილი, უბილავა, კიკნაძე (დიასამიძე 50), კომახიძე, არდაზიშვილი (არველაძე 53), გავაშელიშვილი, სიხარულიძე

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (28), 2:0 კიტეიშვილი (36), 3:0 თომაშვილი (63 ავტოგოლი)

გაფრთხილება: კუცია

მსაჯი: კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114767