თამაშგარე

21:00 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ყვითელი” პრესა კრიშტიანუსა და ირინას შერიგებას ვარაუდობს

თუკი ესპანეთის ბულვარულ მედიას ვერწმუნებით, გამორიცხული არაა, რომ ბედოვლათი კრიშტიანუ რონალდუ თავის ოდინდელ გულისსწორს, ცნობილ რუს მოდელს, ირინა შეიკს დაუბრუნდეს და წარსულის გაურკვევლობანი უკან მოიტოვონ, ვითარცა გულბოყდამწველი დარდი.

საქმე ისაა, რომ ირინა შეიკს გარკვეული უთანხმოებები ჰქონია თავის უკანასკნელ სატრფოსთან – ბრედლი კუპერთან, რომელსაც შეიკი მაინცა და მაინც არც ადრე ემადლიერებოდა და ბულვარული მედია უწინაც ვარაუდობდა შეიკსა და კუპერს შორის მუქი ფერის მჩხავანა არსების გავლას.

რაც შეეხება საკუთრივ რონალდუსა და შეიკის ურთიერთობის აღდგენის შანსებს, ეს პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოენატრა კრიშტიანუს ირინას მშვენიერება, რამდენად ძალუძს ადრე თქმულ უხიაგ სიტყვებზე თვალის დახუჭვა და ყურის წაყრუება. ეს ის თვისებებია, რაც ამ ეტაპზე პორტუგალიელ ვარსკვლავს ყველაზე მეტად სჭირდება.

0.135492