ფეხბურთი

14:52 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ფიქრობს, რომ “ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. თუმცა, აღნიშნავს, რომ მის გუნდს ჯერ არაფერი მოუგია.

“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც ბიჭებმა გააკეთეს. ადვილი არაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამარჯვება. ახლა კი, უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობთ, რომელიც “რომასთან” გველოდება. მართალია სამი ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს, მაგრამ უნდა გვახსოდეს, რომ ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია.

“რეალი”? – ყოველთვის უფრო რთულია ორრაუნდიანი შეხვედრების გამართვა, ვიდრე ერთი თამაშის ჩატარება. ვფიქრობ, “იუვენტუსს” ფინალში გამარჯვების დიდი შანსი აქვს”, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მონაკო” ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105132