ფეხბურთი

14:23 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, მშრალად შენახული კარი: ლემანი და "არსენალი" მიუღწეველია

ტურინის „იუვენტუსის“ მშრალი სერია ჩემპიონთა ლიგაზე კილიან მბაპემ დაასრულა, თუმცა „იუვეს“ შედეგი ისტორიაში მაინც შევიდა - მეორე ადგილით. ტურინელებმა საკუთარი კარი ხელუხლებლად ზედიზედ 690 წუთის განმავლობაში შეინახეს და ამაზე უკეთესი შედეგი აქამდე მხოლოდ „არსენალს“ უჩვენებია - 995 წუთი.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში წუთების მიხედვით გუნდების მშრალი სერია შემდეგნაირია:

1 „არსენალი“ – 995 წუთი (27/09/2005 – 17/05/2006)

2 „იუვენტუსი“ - 690 წუთი (22/11/2016 – 09/05/2017)

3 „ჩელსი“ – 686 წუთი (03/10/2007 – 02/04/2008)

4 „აიაქსი“ – 658 წუთი (27/09/1995 – 03/04/1996)

5 „მილანი“ – 623 წუთი (02/11/2004/ - 04/05/2005)

აქვე გაგაცნობთ მეკარეების შედეგებს ანალოგიური კუთხით:

1 იენს ლემანი - 853 წუთი („არსენალი“, 18/10/2005 – 13/09/2006)

2 კეილორ ნავასი - 737 წუთი („რეალი“, 26/11/2014 – 06/04/2016)

3 ედვინ ვან დერ საარი - 658 წუთი („აიაქსი“, 27/09/1995 – 03/04/1996)

4 ნელსონ დიდა - 623 წუთი („მილანი“, 02/11/2004 – 04/05/2005)

5 ჯანლუიჯი ბუფონი - 600 წუთი („იუვენტუსი“, 22/11/2016 – 09/05/2017)

შენიშვნა: ბუფონს არ უთამაშია ზაგრების „დინამოსთან“, რის გამოც მისი შედეგი განისაზღვრა 600 წუთით, ხოლო „იუვენტუსის“ 690 წუთით.

და ბოლოს, გაგაცნობთ კლუბებს შორის, ყველაზე ხანგრძლივ მშრალად ჩატარებული მატჩების სერიებს:

1 „არსენალი“ – 10 მატჩი (18/10/2005 – 25/04/2006)

2 „მილანი“ – 7 მატჩი (24/11/2004 – 26/04/2005)

3-6 „ჩელსი“ – 6 მატჩი (24/10/2007 – 05/03/2008)

3-6 „აიაქსი“ – 6 მატჩი (18/10/1995 – 20/03/1996)

3-6 „იუვენტუსი“ – 6 მატჩი (07/12/2016 – 03/05/2017)

3-6 „პანათაინაიკოსი“ – 6 მატჩი (01/11/1995 – 03/04/1996)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11315