ფეხბურთი

11:15 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "ფინალში საუკეთესო "იუვეს" ვიხილავთ"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ლოგიკურია. როგორც 29 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, კარდიფში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის მიდიან - გამარჯვებისთვის.

„კარდიფში მივდივართ იმისთვის, რომ თასი სახლში წამოვიღოთ. იმედი მაქვს, რომ ფინალში საუკეთესო „იუვენტუსს“ ვიხილავთ. ბერლინი? - ორი წლის წინ უძლიერესი ნახევარდაცვა გვყავდა, მაგრამ ახლაც იგივე სიტუაციაა. მარკიზიო, ხედირა და პიანიჩი წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებენ.

დიდებული შედეგია, როდესაც სამი ტიტულისთვის იბრძვი. ასე იყო 2015 წელსაც, მაგრამ მაშინ ეს უფრო სიურპიზი იყო, ახლა კი, რეალობაა“, - აღნიშნა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოსაა, პარალელურად კი იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული. სხვათა შორის, „ბებერი ქალბატონი“ ერთადერთი მიმდინარე სეზონში, რომელსაც ე.წ ტრიპლეტის შესრულების შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111677