ფეხბურთი

10:55 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" უმწვრთნელოდ დარჩა

მილანის „ინტერი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, სტეფანო პიოლის დაკავებული თანამდებობა დაატოვებინეს - მიზეზი გუნდის წარუმატებელი შედეგებია. მაგალითისთვის „ინტერნაციონალეს“ ბოლო 7 შეხვედრაა არ მოუგია და მხოლოდ 2 ქულა დააგროვა. შესაბამისად, სატურნირო ცხრილში ევროზონას მიღმა იმყოფება.

„საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ გაუწყებთ, რომ სტეფანო პიოლი და მისი სტაფი გათავისუფლებულია. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

„ინტერს“ მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში მეორე გუნდის თავკაცი სტეფანო ვეკი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება პიოლის, მან „ინტერი“ გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა, როდესაც ფრანკ დე ბური შეცვალა. თავიდან პიოლიმ მილანური გრანდი ჩინებულად აათამაშა და ერთი ხანობა ჩემპიონთა ლიგის ზონასაც მიუახლოვა, მაგრამ ბოლო პერიოდში გუნდის თამაში საგრძნობლად გაუარესდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114007