ფეხბურთი

2:15 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

პრემიერლიგის 36-ე ტურის დასკვნით მატჩში „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბრო“ გაანადგურა და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. დიდი შანსია, რომ „არისტოკრატებმა“ მომდევნო ტურში ოფიციალურად გაიფორმონ ტიტული.

ლონდონელები მთელი მატჩის განმალობაში უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და 3 ქულა ძალიან იოლად მოიპოვეს. მასპინძლებმა ტაიმი დიეგო კოშტას და მარკოს ალონსოს გოლებით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში სხვაობა ნემანია მატიჩმა გაზარდა. ანტონიო კონტეს შეგირდებს კიდევ ბევრჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მეტი მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს და მეტოქე დაინდეს კიდეც - 3:0.

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ტურში „ჩელსი“ მოიგებს, ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს. თუმცა, თუ „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ დაამარცხა, მაშინ ლონდონური კლუბი ყველა ვარიანტში გაიფორმებს ტიტულს.

„მიდლსბრომ“ კი ამ მარცხით ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონშიფის საგზური.

ჩელსი - მიდლსბრო 3:0 (2:0)

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, ლუისი (ტერი 84), აზპილიკუეტა, კეჰილი, ფაბრეგასი, მატიჩი, ალონსო, მოზესი, პედრო (ჩალობა 81), აზარი (ვილიანი 72), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მიდლსბრო (4-1-4-1): გუზანი, გიბსონი, ჩემბერსი, ფრენდი, ფაბიო, კლეიტონი, დე როონი, ფორშოუ (ლიდბიტერი 56), დაუნინგი, ა.ტრაორე (ბემფორდი 57), ნეგრედო (ჟესტედი 83).
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

გოლები: 1:0 კოშტა (23), 2:0 ალონსო (34), 3:0 მატიჩი (65)
გაფრთხილებები: ფაბიო, ბემფორდი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153372