ფეხბურთი

13:47 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი კარიერის ყველაზე დიდი წარმატება იქნება"

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ეს მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იქნება. როგორც 39 წლის მეკარემ აღნიშნა, მას დიდი სურვილი აქვს ორჯერ წაგებული ფინალის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ჩემპიონობა მოახერხოს.

„არსებობს სურვილი ბერლინისა და მანჩესტერის ფინალის შედეგის გამოსწორების. როდესაც ვიყურები გასულ წლებში, ჩემი მოტივაცია უფრო ღრმა ხდება. გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს - ეს იქნება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატთან ერთად. ვიცი, რომ ამ მიზნის ბოლო ნაბიჯები იქნება ძალიან რთული და ბევრი მუშაობა დაგვჭირდება“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მონაკოს“ მასპინძლობს, რომელთანაც პირველი თამაში 2:0 აქვს მოგებული.

0.108377