ფეხბურთი

20:46 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უჩვეულო მეხუთე ტური

6 – 7 მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. უმაღლესი ლიგის ორი შეხვედრა უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა. „ბასკი“ მეორეადგილოსან „უქიმერიონთან“ 0:11 დამარცხდა, ხოლო „35-ე თბილისი“ „ვაზის უბანთან“ 3:10. ცენტრალურ შეხვედრაში კი „ნახალოვკა“ „დიდუბეს“ 1:1 დაუზავდა.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „ვაზისუბნის“ შემტევი თორნიკე ქართლელიშვილი გახდა, რომელმაც „35 -ე თბილისთან“ 6 გოლით გამოიჩინა თავი.

პირველ ლიგაში დაძაბულ შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა:

„თ.ს. სასამართლომ“ „ინტექსთან“ 9:0 , ხოლო “დადიანმა“ „არისტოკრატებთან“ 4:1. პირველი ქულები დაკარგეს „ქომაგებმა“, რომლებმაც „ტც მილანთან“ ბოლო წამზე გაშვებული გოლით 1:1დაასრულეს შეხვედრა.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა „პლატინუმი“ – „ბასიანის“ შეხვედრა, რომელშიც „პლატინუმმა“ 7:4 იმარჯვა.

ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „პლატინუმის“ ნახევარმცველი ემანუელ იაგერი გახდა, რომელიც ბასიანთან შეხვედრაში 5გოლით გამოირჩა.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია - ქალაქ თბილისის მერია.

ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:

ტელეკომპანიები: აჭარა და თრიალეთი. ინტერნეტპორტალები: “Sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო ჯაკო.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.235887