ფეხბურთი

17:09 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:კორპორატიულ თასს ახალი მფლობელი ეყოლება

გასულ უქმეებზე, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლა.

სათამაშო კვირა, 5 მაისს, ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის შეხვედრით დაიწყო. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და ბილტმორის გუნდების დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ამავე ტურის მატჩები 6 და 7 მაისსაც გაიმართა. თბილისის მერიამ 3:1 დაამარცხა DHL, დომსონმა 8:1 გაანადგურა ჰერმესი, ხოლო მტკავრი ენერჯიმ მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია ხალიკ ბანკს.

05.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

სდსს - ბილტმორი 2:2

06.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

DHL - თბილისის მერია 1:3

07.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

DOMSON - ჰერმესი 8:1

ხალიკ ბანკი - მტკვარი ენერჯი 0:1

II ტურის შეხვედრები გამართეს სუპერლიგა C-ს გუნდებმაც.

უნიკრედიტმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 სძლია ჯეო ჰოლდინგს, რუბიკონმა5:2 დაამარცხა ტატიშვილი, აჭარა ჯგუფმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, ამჯერად ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან4:2. ორიდან ორი მოგება აქვს MENU.GE-ს, რომელმაც აჭარის ნაკრებს სძლია 4:3.

06.05.2017. სუპერლიგა C. II ტური

UNICREDIT.GE – GEO HOLDING 4:3

რუბიკონი - ტატიშვილი 5:2

აჭარა ჯგუფი - ეთა 4:2

07.05.2017. სუპერლიგა C. II ტური

MENU.GE - აჭარა 4:3

გასული უქმეების მთავარი მოვლენა, კორპორატიული თასის 1/8 ფინალური შეხვედრები იყო, რომელიც 7 მაისს გაიმართა და სათასო პრინციპულობიდან გამომდინარე, გულშემატკივარმა რაომდენიმე საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირებაც იხილა.

პირველი ასეთი დაპირისპირება ვითიბი ბანკსა და არმიას შორის გაიმართა, რომელიც „ჯარისკაცების“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მინიმალური სხვაობით იმარჯვა, „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერ“-ის გუნდმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ბანკს აჯობა - 1:0. მოლოდინისამებრ, სათასო ბატალიებს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია - ოქროს ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი და თასის მოქმედი გამარჯვებული საქართველოს ფოსტა, ვერცხლის ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ევროპაბეთსდაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად, 3:8 დამარცხდა და შესაბამისად კორპორატიულ თასსაც ახალი მფლობელი ეყოლება. „ბუკმეიკერების“ რიგებში 6 გატანილი გოლით გამოირჩა მათი ლიდერი, გიორგი ლუკავა. კიდევ ერთი სენსაცია მწიფდებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საერთაშორისო სკოლა „ბაქსვუდი“-ს გუნდების დაპირისპირებაში, სადაც 1/4 ფინალისტის ბედი 7 მეტრიანების სერიაში გადაწყდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო, ფრედ 1:1 დასრულდა. „საფეხბურთო ლატარეაში“ კი 8 დარტყმიდან, ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთის (!!!) გატანა შეძლეს - იღბალი TTC-ს მხარეს აღმოჩნდა და მომდევნო ეტაპზეც სწორედ ოქროს ლიგის ბინადარი ითამაშებს. დანარჩენ შეხვედრებში ფავორიტებმა თავიანთი სტატუსი ბოლომდე გაამართლეს, ნატახტარმა 5:1 დაამარცხა ლიბერთი ბანკი, ავერსმაასპარეზობას ბანკი რესპუბლიკა გამოთიშა - 4:1, ასეთივე ანგარიშით ოქროს ლიგის ლიდერმა, საპატრულო პოლიციის გუნდმა, სააქციო საზოგადოება მინას გუნდს „გადაუკეტა“ გზა 1/4 ფინალისკენ.

07.05.2017. კორპორატიული თასი. 1/8 ფინალი

არმია - ვითიბი ბანკი 1:0

საქართველოს ბანკი - GWP 0:1

საქ. ფოსტა - ევროპაბეთი 3:8

TTC - ბაქსვუდი 1:1 (პენ. 1:0)

ლიბერთი ბანკი - ნატახტარი 1:5

ავერსი - ბანკი რესპუბლიკა 4:1

მინა - პატრული 1:4

28 მაისს გასამართ 1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: არმია-ავერსი, ევროპაბეთი-ნატახტარი, TTC-პატრული, ხოლო GWP-ის მეტოქე შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151044