ფეხბურთი

16:07 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანტე ჟურნალისტებმაც საუკეთესოდ დაასახელეს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნგოლო კანტე პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ჟურნალისტების ვერსიით. აღსანიშნავია, რომ კანტემ მეორედ მიიღო ეს ჯილდო და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა, ოღონდ სხვადასხვა გუნდის წევრის რანგში (შარშან “ლესტერის” ღირსებას იცავდა).

კანტეს გარდა პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ორჯერ კრიშტიანუ რონალდუსა და ტიერი ანრისაც მოუგიათ. ფრანგებს შორის კი, იგი მეხუთე ფეხბურთელია, რომელიც საუკეთესო გახდა ინგლისში იმავე ანრის, რობერ პირესის, ერიკ კანტონასა და დავიდ ჟინოლას შემდეგ.

კანტემდე იგივე პატივი “ჩელსის” ფეხბურთელთაგან ჯანფრანკო ძოლას, ფრენკ ლამპარდსა და ედენ აზარს ხვდათ წილად.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე ცოტა ხნის წინ, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამაც აღიარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109706