ფეხბურთი

14:47 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ფასონე: “დიდი “მილანი” დაბრუნდება”

"მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ფასონემ “რომასთან” 1:4 მარცხის შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, “როსონერიმ” დაკარგული ქულები მომავალ ტურში უნდა აინაზღაუროს და ევროტურნირს დაუბრუნდეს.

“დღეს, მოედანზე საუკეთესო დონარუმა იყო. ჩემგან ძალიან დიდი კომპლიმენტი მას. წაგება? ეს დანაკლისი მომავალ ტურებში უნდა ავანაზღაუროთ. შაბათს “ატალანტას” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მე-6 ადგილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს საგზურია ევროპაში დასაბრუნებლად. სატრანსფერო ბაზარი? ჩვენ მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაკისრია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დარჩენილ მატჩებზე ვართ ფოკუსირებული. გუნდში სირთულეები არის, თუმცა ამის გადაჭრას დრო სჭირდება. ახალი მფლობელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დიდი “მილანი” დაბრუნდეს”, - თქვა მარკო ფასონემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში “რომასთან” მარცხის შემდგომ “როსონერის” 59 ქულა აქვს და 3 ქულით უსწრებს თანაქალაქელ “ინტერს”, რომელის მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114056