ფეხბურთი

20:48 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: "იუვენტუსის" დამარცხება შეგვიძლია"

„მონაკოს“ თავდამსხმელი კილიან მბაპე ლოტინი მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. 18 წლის თავდამსხმელი, რომელიც სეზონს მაღალ დონეზე ატარებს, მიიჩნევს, რომ მის გუნდს „იუვენტუსის“ ბარიერის დაძლევა შეუძლია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„იუვენტუსი“ კარგი გუნდია და ეს პირველ შეხვედრაშიც დაამტკიცა, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის - ფეხბურთში გამორიცხული არაფერია, ტურინში გამარჯვებისთვის და ფინალის საგზურისთვის მივდივართ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების შანსი გვრჩება, რომელიც ჩვენთვის სეზონის მთავარი ამოცანაა“, - თქვა მბაპემ.

„იუვენტუსმა“ „მონაკოს“ პირველი თამაში 2:0 მოუგო, საპასუხო კი, 9 მაისს, იტალიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113076