ფეხბურთი

17:25 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის პირველი ლიგის ტურის რჩეულად ქართველი დაასახელეს

უკრაინის პირველ ლიგაშიც თამაშობენ ქართველები და ერთ-ერთი მათგანია ნახევარმცველი ლევან არველაძე. ის პირველი ლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. არველაძე "დესნაში" თამაშობს, მანამდე კი ასევე პირველლიგელ "ნაფტოვიკში" გამოდიოდა.

ლევან არველაძე 24 წლისაა, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი გახლავთ. უკრაინის მოქალაქეობა აქვს. თემურ ფოცხვერიას გუნდში თამაშობდა გიორგი ჭანტურიასთან, ვაკო ყაზაიშვილთან, ლაშა პარუნაშვილთან და სხვებთან ერთად.

არველაძის "დესნა" მესამე ადგილზეა და მეორეზე გასვლის შანსი აქვს. ასე თუ მოხდება, "დესნა" უმაღლეს ლიგაში გადავა.

ამავე გუნდში კიდევ ერთი ქართველია და ის საქართველოს მოქალაქე გახლავთ: 22 წლის ნახევარმცველი ლუკა კობერიძე. უკრაინაში გადასვლამდე "ზუგდიდსა" და "გურიაში" თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111688