ფეხბურთი

20:30 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "კარგია, რომ ვერ მოვიგეთ"

ტურინულ დერბში „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ ვერ მოუგო (1:1) და სკუდეტოს მოპოვება სამომავლოდ გადადო. „ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაფიქსირებულ შედეგში ტრაგედიას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ფეხბურთში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ.

„იუვენტუსმა“ „ტორინოსთან“ კარგად ითამაშა, მაგრამ ფეხბურთელები ხშირ ეპიზოდებში ჩქარობდნენ. ჩვენ გვჭრდება მოთმინება, სიჩქარეში კი, შეცდომის დაშვების ალბათობა ყოველთვის უფრო დიდია. განსაკუთრებით პირველი ტაიმი ჩავატარეთ ასე - თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ყოველთვის ადვილი არაა გოლის გატანა. ვფიქრობ, კარგია, რომ ვერ მოვიგეთ, ეს საკუთარი თავის რწმენაში და მიწაზე დაბრუნებაში უფრო დაგვეხმარება“, - განაცხადა ალეგრიმ.

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, პარალელურად კი, იტალიის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132267