ფეხბურთი

15:21 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "დუბლზე ფიქრი ჯერ ნაადრევია"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ დუბლზე ფიქრი ჯერ ადრეა. ზიდანის თქმით, მისი გუნდის ფეხბურთელები ბედნიერები და მოტივირებულნი არიან, ხოლო „ატლეტიკოსთან“ რთულ თამაშს ელოდება.

„ჩემი ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და ყოველთვის, როცა მოედანზე გადიან, ბედნიერები არიან. მოხარული ვარ, რომ „გრანადა“ დავამარცხეთ, მაგრამ ახლა „ატლეტიკოსთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ვიცით, რომ უფრო მომთხოვნი იქნება. ჩემპიონატში სამი საფინალო თამაში დაგვრჩა, ასევე ჩემპიონთა ლიგასთანაც ახლოს ვართ. თუმცა, ჯერ არ ვფიქრობ დუბლზე - ეს ნაადრევია“, - თქვა ზიდანმა.

„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო შეხვედრა 10 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108258