ფეხბურთი

18:32 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატას მეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ალვარო მორატას მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. როგორც ესპანელი ფორვარდი ამბობს, ეს ბუნებრივია, რადგან ყველას სურვილი მუდმივად ითამაშოს.

„მინდა, რომ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი. ეს ყველას გვინდა - რთული იქნება, მაგრამ მივდივართ თამაშიდან თამაშამდე. რა თქმა უნდა, მსურს მეტი სათამაშო დრო მქონდეს, ეს ბუნებრივია, ყველა ფეხბურთელის სურვილი ესაა. ვცდილობ მზად ვიყო ყოველთვის და დავეხმარო გუნდს“, - უთხრა მორატამ As-ს.

მიმდინარე სეზონში მორატა „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება, მაგრამ გოლებს იტანს. 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 36 თამაში და 20 გოლია. მორატამ ლა ლიგის ბოლო ტურში „გრანადას“ 2 გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11175