ფეხბურთი

13:00 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს შემცვლელი ნაპოვნია

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მესტრემ განაცხადა, რომ კლუბმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია, შეუთანხმდა, თუმცა ჯერჯერობით საზოგადოებას მისი ვინაობის შესახებ არ ეტყვის. ლუის ენრიკემ მარტში დაადასტურა, რომ გუნდს დატოვებს.

"ჩვენ უკვე ავირჩიეთ ლუისის შემცვლელი, თუმცა ჯერჯერობით ენრიკეს პატივისცემის გამო ვერაფერს მოგეხსენებთ." - ციტირებს მესტრეს სიტყვებს Goal-ი.

კანდიდატებს შორის ფიგურირებს ენრიკეს ასისტენტი ხუან კარლოს უნსუა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ფეხბურთელები ნდობას უცხადებენ. ასევე ახალ თავკაცად ესპანურ მედიაში "ბილბაოს" დამრიგებელ ერნესტო ვალვერდეს და "ევერტონის" მწვრთნელ რონალდ კუმანსაც მოიაზრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119279