ფეხბურთი

13:55 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინმა ტრეზეგეს შედეგი გაიმეორა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა სერია A-ს ერთ სეზონში 24 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით 2001/02 წლების სეზონში დავიდ ტრეზეგეს მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. სამხრეთამერიკელმა "ტორინოსთან" ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და გუნდი წაგებისგან იხსნა.

იგუაინს ჩემპიონატში კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი და ფრანგი თავდამსხმელი შედეგის გასაუმჯობესებლად დრო აქვს. კლუბის რეკორდსმენი ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების მხრივ არის ფელიჩე ბორელი, რომელმაც 1933/34 წლებში მეტოქეთა კარი 32-ჯერ დალაშქრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114761