ფეხბურთი

11:09 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის მორიგი მიღწევა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში 100 დუბლი გაიფორმა. ჩემპიონატის 36-ე ტურში "ბლაუგრანამ" "ვილიარეალი" 4:1 დაამარცხა, ხოლო სამხრეთამერიკელმა ორი გოლის გატანა 45-ე და 82-ე წუთებზე შეძლო. 29 წლის მოთამაშემ 56 დუბლი "კამპ ნოუზე" გაიტანა.

ასევე, ლიონელმა მიმდინარე სეზონში 51 გოლი გაიტანა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც მინიმუმ 50-ჯერ გამოიჩინა თავი. არგენტინელმა კარიერაში მეხუთედ შეძლო სეზონში 50 და მეტი გოლი გაეტანა. ესპანეთში ამ მაჩვენებლით ლიდერი კროშტიანუ რონალდუა (6), ერთხელ კი ლუის სუარესმაც შეძლო პროდუქტიულად თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129205