ფეხბურთი

10:36 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი სტოიჩკოვს გაუთანაბრდა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ლა ლიგაში 83 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ჰრისტო სტოიჩკოვს გაუთანაბრდა. სამხრეთამერიკელმა "ვილიარეალთან" მოგებულ (4:1) ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა. "ბლაუგრანას" ყოფილ ფეხბურთელს ამდენი გოლის გასატანად 175 მატჩი დასჭირდა, ხოლო სუარესს - 95.

ლუისი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და გასულ სეზონში ლა ლიგის ბომბარდირი გახდა. სუარესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 გოლი გაიტანა და ამავდროულად მის ანგარიშზე 19 საგოლე გადაცემაა.

0.105474