ფეხბურთი

21:40 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ისტორიული ფინალი?

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა გადახურულ სტადიონზე შედგეს. თუ ასე მოხდა, ეს ისტორიული ფაქტი იქნება, რადგან აქამდე უეფას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა ასეთ პირობებში არ გამართულა.

როგორც იცით, ფინალს კარდიფის "მილენიუმი" უმასპინძლებს, ხოლო აღნიშნულ არენას სახურავი აქვს, რომელიც ავდარში იხურება. შესაბამისად, თუ უელსში 3 ივნისს იწვიმებს, მაშინ სტადიონის სახურავის გამოყენება საჭირო გახდება.

რაც შეეხება ფინალის მონაწილე გუნდებს, ჯერჯერობით ოფიციალურად არ გარკვეულა, მაგრამ დიდი ალბათობით, "მილენიუმზე" "რეალი" და "იუვენტუსი" ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120118