ფეხბურთი

13:00 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" კოულმენს ნდობა გამოუცხადა

ლივერპულის „ევერტონმა“ და შეiმუს კოულმენმა თანამშრომლობის ხელშეკრულება განაახლეს. როგორც „კანფეტების“ საიტი ოფიციალურად იტყობინება, ირლანდიელი განაპირა მცველი „გუდისონ პარკზე“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ კოულმენი ამჟამად მძიმე ტრავმას მკურნალობს, თუმცა „ევერტონის“ ხელმძღვანელობამ მას ნდობა გამოუცხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს შორის შეთანხმება შედგა. „ევერტონი“ ჩემთვის ბევრს ნიშნავს“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

შეიმუს კოულმენი „ევერტონში“ 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს, მანამდე კი სამშობლოში, „სლაიგო როვერსის“ რიგებში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში კოულმენმა პრემიერლგაში 26-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მარტის ბოლოს კი, ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა დაპირისპირების დროს, ფეხი მოიტეხა.

0.112964