ფეხბურთი

23:30 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" და "საბურთალო" ფრეზე გაიყარნენ

მეათე ტურის ბოლო მატჩი უგოლოდ დასრულდა. ქუთაისის "რამაზ შენგელიაზე" ვერც "ტორპედომ" გაიტანა და ვერც - "საბურთალომ". ორივე გუნდს 16-16 ქულა გაუხდა და მეოთხე-მეხუთე ადგილებზე არიან. მათ ერთი ქულით უსწრებს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია".

საბურთალოელთათვის ეს პირველი ფრეა სეზონში. სხვათა შორის, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეხუთე მატჩი ჩაატარა გოლის გაუშვებლად.

ტორპედო (ქუთაისი) - საბურთალო (თბილისი) 0:0

ტორპედო: რ.კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 80), გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში (ტაბატაძე 72), დოლიძე, კაპანაძე (საბანაძე 65)

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ლაკვეხელიანი (ცნობილაძე 66), ტერა, ვაგნერი, არზიანი (ალთუნაშვილი 67), კოხრეიძე, იმნაძე, შინდაგორიძე (გვარაძე 53)

გაფრთხილება: გიგაური - არზიანი, კუპატაძე, ალთუნაშვილი, ვაგნერი

მსაჯი: ხორავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110324