ფეხბურთი

19:40 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის კვირის ფეხბურთელია

გულშემატკივართა გადაწყვეტილების შედეგად, უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. "რეალის" შემტევმა დიდი უპირატესობით აჯობა "იუვენტუსის" თავდამსხმელ გონსალო იგუაინს - 82% 18%-ის წინააღმდეგ.

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ატლეტიკოს" სამი გოლი გაუტანა, ხოლო იგუაინმა "მონაკოსთან" დუბლი შეასრულა.

შეგახენებთ, "რეალმაც" და "იუვენტუსმაც" სწორედ რონალდუსა და იგუაინის გოლებით დაამარცხეს მეტოქეები - შესაბამისად 3:0 და 2:0.

0.120617