ფეხბურთი

23:50 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ალექს სანდროთი დაინტერესდა

ინგლისური "მანჩესტერ სიტი" მზადაა, "იუვენტუსის" მარცხენა მცველ ალექს სანდროში 50 მილიონი გადაიხადოს. როგორც ცნობილი გახდა "ქალაქელების" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას გუნდის გაახალგაზრდავება სურს და პირველი სამიზნე სწორედ 26 წლის ბრაზილიელი გახლავთ.

თავად ფეხბურთელს თავისი ამჟამინდელი გუნდის დატოვება არ სურს. კლუბის ხელმძღვანელების თქმით კი, როდესაც "ბებერი ქალბატონი" ტრიპლეტის მოლოდინშია, გუნდიდან წასვლა არცერთ ფეხბურთელს მოუნდება.

ტურინელები 26 წლის ბრაზილიელის არათუ გაყიდვას არ აპირებენ, არამედ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც კი გეგმავენ. მიმდინარე ხელშეკრულება კი ალექს სანდროს "იუვესთან" 2020 წლამდე აკავშირებს.

0.100496