ფეხბურთი

16:14 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუ: "ინტერში" დაბრუნებას არ გამოვრიცხავ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ "სელტასთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისთებთან განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. პორტუგალიელმა "ინტერზეც" გაამახვილა ყურადღება და იტალიაში დაბრუნება არ გამორიცხა.

"დღეს ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. "სელტას" დამარცხება ადვილი არ იყო. ინტერი"? იქ ჩემი დაბრუნების დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა, ეს შეიძლება მომავალში მოხდეს. დიდი გუნდებიც განიცდიან კრიზისს, თუმცა, გულშემატკივრები მათაც უნდა დაუდგნენ გვერდით", - თქვა მოურინიუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა "ინტერში" ერთდროულად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის სერია A და იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება "სელტასთან" საპასუხო მატჩს, ის 11 მაისს, მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდზე" თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165104