ფეხბურთი

14:14 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ახალგაზრდებს კონტრაქტები გაუხანგრძლივა

“ვალენსიამ” ორ ახალგაზრდა მოთამაშეს ნაჩო ხილს და ნაჩო ვიდალს ახალი კონტრაქტები გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულებების მიხედვით, ორივე მოთამაშე “მესტალიაზე” 2020 წლის ივნისამდე დარჩებიან.

22 წლის ვიდალი მარჯვენა მცველია და “ვალენსიას” ახალგაზრდული კლუბის უცვლელი წევრია (35 მატჩი, 3 გოლი), ხოლო ხილი 21 წლის მარცხენა ვინგერია და ისიც ერთ-ერთი ლიდერია (29 მატჩი, 7 გოლი). აღსანიშნავია, რომ ხილი “ღამურების” ძირითად გუნდშიც გამოჩნდა ორჯერ, თუმცა სულ რამდენიმე წუთს მოუწია თამაში.

მიმდინარე სეზონს ახალგაზრდა “ღამურები” ძალიან კარგად ატარებენ, სეგუნდა B-ს მესამე ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებენ და ლა ლიგა 2-ში გადასვლის რეალური შანსი აქვთ. ეს ფაქტი კლუბის ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ლიდერებს ხელშეკრულებები გაუხანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111467