ფეხბურთი

19:10 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" სტუმრად შეუჩერებელია

გია ცეცაძის გაწვრთნილმა "სამტრედიამ" სტუმრად 2:0 მოუგო ქობულეთის "შუქურას". სამტრედიელები შინ ვერ იგებენ, თორემ სტუმრად მეხუთე მატჩი ჩაატარეს და ქულა კვლავაც არ დაუკარგავთ. იმერლებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში 10 ქულა აიღეს. რაც შეეხება "შუქურას", ჯერჯერობით, კვლავაც გამარჯვების გარეშეა.

მე-10 წუთზე დავით ჯიქიამ გაიტანა გოლი: დავით ჩაგელიშვილის პასის შემდეგ, ოდნავ მახვილი კუთხიდან ტექნიკურად დაარტყა. მეკარე იური კამინსკი შეცდა, არასწორი პოზიცია დაიკავა გამოსვლისას, თუმცა ჯიქიას ნამდვილად არ ვუკარგავთ კარგ თამაშს - 0:1.

მეორე გოლი კი კურიოზულ ვითარებაში გავიდა. გიორგი ბერიაშვილმა არაფრისგან მოიპოვა ბურთი, დაუტოვა ჩაგელიშვილს და მანაც კარიდან გამოსულ კამინსკის ზუსტად დაურტყა - 0:2.

შუქურა (ქობულეთი) - სამტრედია 0:2 (0:2)

შუქურა: კამინსკი, ჩაჩუა, მახარაძე, კალანდაძე, დაგარგულია (ართმელაძე 62), ჯეფინიო (შალამბერიძე 60), მამულაშვილი, ჭეჭელაშვილი (საბაძე 88), კლიმიაშვილი, გურული, კუტალია

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია, სამუშია (მთივლიშვილი 86), ჩაგელიშვილი (კასრაძე 63), ბერიაშვილი

გოლები: 0:1 ჯიქია (10), 0:2 ჩაგელიშვილი (45)

გაფრთხილება: მარკოზაშვილი (90+2)

მსაჯი: ხარიტონაშვილი

5 მაისს გაიმართება ტურის ოთხი მატჩი:

15:00. ქობულეთი. ჩელე არენა. კოლხეთი - დინამო (თბილისი)

17:00. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. დილა - ჩიხურა

19:00. ბათუმი. რაგბი არენა. დინამო (ბათუმი) - ლოკომოტივი

21:00. ქუთაისი. რამაზ შენგელია. ტორპედო - საბურთალო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112464