უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგაში უცნაური ავტოგოლი გავიდა. "ობოლონ-ბროვარი" "ბუკოვინას" მასპინძლობდა და 1:0 მოუგო, ერთადერთი ბურთი კი 88-ე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა იგორ ბოიჩუკმა.
ნახავთ ვიდეოს და მართლაც ღიმილისმომგვრელია - უცებ კარი აერია ბოიჩუკს. არავინ ხელს არ უშლიდა და ისე გამეტებით დაარტყა საკუთარ კარში, თქვენი მოწონებული.