ბრიტანელი ლედი, რომელსაც ერთობ უცნაური სახელი, ფრანკი პულტნი ქვია, აგერ უვე 20 წელია, რაც ლეგენდარული ინგლისელი გოლკიპერის, დევიდ სიმენის მეუღლეა და არამხოლოდ ქმარზე, არამედ მთელი ბრიტანეთის “ყვითელ” საზოგადოებაზე დიდი და ხელშესახები გავლენა აქვს.
ქალბატონი ფრანკი შეიძლება არაა ჟოზეფინასებრ პოლიტიკური ინტრიგების მხლართველი, მაგრამ ისეთი თავინათქვამა და უხიაგი უინმეა, რომ მასთან წინააღმდეგობას კი არა - შეპასუხებასაც კი ვერავინ ბედავს და სწორედ მის ხასიათს შეეწირა დევიდის დიდებული ულვაშები.
მიუხედავად იმისა, რომ სიმენს ცოცხალი თავით არ სურდა მისი გრანდიოზული ულვაშის ჩამოპარსვა, ცოლმა იმდენი უჩხიკინა, რომ მაინც დაარწმუნა უულვაშობის სიკეთეში და როგორც ხედავთ კოხტადაც ჩამოაპარსვინა. აშკარაა, რომ მის პულტნის უბრალოდ არ მოსწონდა მისი ქმარი რაღაცით ბორის ჩოჩიევს რომ გავდა...







