ფეხბურთი

13:24 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “როდესაც წავალ, მინდა ხალხი დამწუხრდეს”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი მის კარიერას არ აკლია. 39 წლის მეკარემ “მონაკოსთან” (2:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ სურს, ხალხი მის შესახებ საუბრობდეს.

“ყოველ ჯერზე ვამტკიცებ, რომ ასეთ დონეზე თამაშს ვიმსახურებ მიუხედავად ასაკისა და პასპორტისა. ჩემი მიზანია, როდესაც ფეხბურთიდან წავალ ხალხმა მითხრას: სამწუხაროა, რომ შეწყვიტეთ...

ოქროს ბურთი? – ეს არ მაკლია და ამაზე არ ვფიქრობ. მე “იუვენტუსში” ვარ – ასეთ დიდ გუნდში თამაში კი, უკვე მანიჭებს სიამოვნებას”, - თქვა ბუფონმა.

“იუვენტუსისა” და “მონაკოს” განმეორებითი თამაში 9 მაისს გაიმართება.

0.109849