ფეხბურთი

12:12 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსის” პირადი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე პირადი რეკორდი დაამყარა. “ბებერ ქალბატონს” უკვე ზედიზედ ექვსი თამაშია გოლი არ გაუშვია და ეს ყველაზე ხანგრძლივი სერია მისთვის ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე.

ტურინელთა კარში ბოლოს გოლი გასული წლის 22 ნოემბერს, სევილიელმა ნიკოლას პარეხამ გაიტანა. რაც შეეხება მშრალ თამაშებს: “იუვენტუსი” – “დინამო” 2:0, “პორტუ” – “იუვენტუსი” 0:2, “იუვენტუსი” – “პორტუ” 1:0, “იუვენტუსი” – “ბარსელონა” 3:0, “ბარსელონა” – “იუვენტუსი” 0:0, “მონაკო” – “იუვენტუსი” 0:2.

იტალიის ჩემპიონის მშრალი სერია 621 წუთის განმავლობაში გრძელდება. გარდა ამისა, 11 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული.

0.145283