ფეხბურთი

1:13 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური "ქალბატონი" (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ერთ ნაბიჯშია - „ბებერმა ქალბატონმა“ მონტე კარლოში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და შეიძლება ითქვას, საპასუხო თამაში ფაქტობრივად, ფორმალობად აქცია.

0:2 - ეს, ის ანგარიშია, რომელიც „ლუი II”-ზე დაფიქსირდა და ის უპირატესობა, რომელსაც, როგორც წესი „იუვე“ ხელიდან არ უშვებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა არც „მონაკოს“ შეტევას მისცა გასაქანი და საკუთარი კარი შრალად შეინახა - ეს მიმდინარე გათამაშებაში იტალიელებმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრაშ მოახერხეს და ასეთი მშრალი სერია ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ არასდროს ჰქონია - წუთებში რომ გადავიყვანოთ, ჯანლუიჯი ბუფონის კარი ხელშეუხებლად უკვე მიჯრით 621 წუთია. სხვათა შორის, ბუფონის წვლილი ამაში დღეს უდიდესი იყო და რამდენიმე ეპიზოდში, მეტწილად კილიან მბაპესა და ვალერიან ჟერმენის დარტყმებისას, ჯიჯიმ შეუდარებლად ითამაშა. თუ „იუვენტუსმა“ რეკორდები დაამყარა, „მონაკომ“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად წააგო. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ „თავადებს“ ბოლოს ლუი II-ზე გოლი 2015 წლის ნოემბერში არ ჰქონდათ გატანილი, როდესაც ევროპა ლიგაზე „ანდერლეხტთან“ 0:2 წააგეს. როგორც ხედავთ წელიწადნახევრის შემდეგ „მონაკომ“ მოედანი უგოლოდ დატოვა...

სხვა მხრივ კი, გამოჩნდა, რომ „იუვენტუსი“ დღეს უფრო მაღალი დონის გუნდია, ვიდრე „მონაკო“. ისიც გამოჩნდა, რომ „ბებერი ქალბატონი“ არც „მანჩესტერ სიტია“, არც „დორტმუნდი“ და არც ლიგა 1-ის რომელიმე გუნდი - ანუ, „მონეგასკებმა“ ტურინელთა კარში, არათუ სამი, არამედ ერთი გოლიც ვერ გაიტანეს.

საპასუხოდ, იტალიელებმა ძალზე ჭკვიანური და მათთვის დამახასიათებელი, ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი აჩვენეს. პირველი გოლი კი, ისეთი გაიტანეს, თაობიდან თაობებს რომ უნდ აგადასცე, საფეხბურთო წიგნში რომ უნდა შეიტანო და ახალგაზრდა თაობას ყოველ დღე აყურებინო - კომბინაცია მართლაც ფანტასტიკური იყო. ძნელია გავიხსენოთ, ბოლო ვინ გაიტანა გოლი ისე, რომ ოთხი გადაცემიდან ორი ქუსლით შესრულებულიყო და მათ შორის, საგოლე პასი. ასე იყო, ჯერ დიბალამ დაუგდო ელეგანტურად დანი ალვეშს, ბრაზილიელმა გონსალო იგუაინს გააყოლა, არგენტინელმა ბრაზილიელს დაუბრუნდა და ალვეშმა ისევ ქუსლით „პიპიტა“ დასარტყმე პოზიციაზე დატოვა - მანაც ივარგა - 0:1. ეს პირველ ტაიმში მოხდა, ხოლო მეორე გოლი ანტრაქტის მერე გავიდა.

მთავარ როლში ისევ დიბალა-ალვეში- იგუაინი იყვნენ. ბრაზილიელი ისევ შედეგიან პასს გამორჩა, არგენტინელი გოლი და ყველაფერი დასრულდა აღნიშნულ მატჩშ 59-ე წუთზზე, დიდი ალბათობით საერთოდ, წყვილშიც. აქვე გეტყვით, რომ დანი ალვეშმა თავის კარიერაში პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემის შესრულება. თავის მხრივ, იგუაინმა ლიგის პლეი-ოფში უგოლო სერია დაასრულა, რომელიც 7 თამაშს იტევდა.

საბოლოოდ „იუვენტუსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „თავადებზე“ და უკვე გამოჩნდა ფინალის რეალური კონტურები: „იუვენტუსი“ – „რეალი“.

„მონაკო“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1) VIDEO

მონტე კარლო, „ლუი II”

მაყურებელი: 17 000

„მონაკო“ (4-4-2): შუბაშიჩი; სიდიბე, ჟემერსონი, გლიკი, დირარი; ბერნარდო სილვა (ტურე 82), ფაბინიო, ბაკაიოკო (მოუტინიო 66), ლემარი (ჟერმენი 67); მბაპე, ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი (ლემინა 89), მარკიზიო (რინკონი 81); დანი ალვეში, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი (კუადრადო 76)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 იგუაინი (29), 0:2 იგუაინი (59)

გაფრთხილება: ფაბინიო (37) - ბონუჩი (21), მარკიზიო (58), კიელინი (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.297666