ფეხბურთი

22:08 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი კარვახალისთვის სეზონი დასრულდა

მადრიდის “რეალის” მცველი დანი კარვახალი დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. როგორც “სამეფო კლუბის” ვებგვერდი იტყობინება, ესპანელს მარჯვენა ფეხზე კუნთის მეორე ხარისხოვანი დაზიანება აღენიშნება და სამიდან ოთხ კვირამდე იძულებითი უქმობა მოუწევს.

რაც იმას ნიშნავს, რომ კარვახალი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ერთადერთი იმედი 3 ივნისია, დღეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალია ჩანიშნული. თუ “რეალმა” გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღო, მაშინ შესაძლოა კარვახალიც მზადყოფნაში იყოს, თუმცა ამასაც დრო გამოაჩენს.

დანი კარვახალმა ტრავმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ნახევარფინალური მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო.

0.111433