ფეხბურთი

17:45 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "პირველად ვარ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე და მთელი ძალით ვიბრძოლებთ"

“მონაკოს” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “იუვენტუსი" არის გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია და შესაძლებლობები აქვს:

“ფავორიტია თუ არა “იუვენტუსი” "მონაკოსთან"? დიახ. ეს არის გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ჰყავს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი. პირველად ვარ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე და მთელი ძალით ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ ნანატრ შედეგს".

შეგახსენებთ, რომ 18 წლის პერსპექტიულმა ფრანგმა მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო.

.

0.134975