ფეხბურთი

18:33 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კევინ სტროტმანი დისკვალიფიცირებულია

იტალიური “რომას” ნახევარმცველი კევინ სტროტმანი სიმულაციისთვის დაისაჯა და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაბამისად “ჯალოროსის” “მილანთან” და “იუვენტუსთან” ჰოლანდიელის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

საქმე ისაა, რომ სტროტმანმა “რომასა” და “ლაციოს” დაპირისპირებისას პენალტი მოიპოვა, თუმცა 27 წლის ფეხბურელი არავის წაუქცევია. თერთმეტმეტრიანი დანიელე დე როსიმ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

შეგახსენებთ, რომ “რომა” - “ლაციოს” დაპირისპირება “არწივების” გამარჯვებით 3:1 დასრულდა. რაც შეეხება სტროტმანს, მან მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.100956